ანაკლიაში სპორტის რამდენიმე სახეობაზე ღია ტურნირი ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სპორტის განყოფილების მხარდაჭერით, ა.ა.ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ანაკლიაში, ვაჟთა და ქალთა შორისი ღია ტურნირი პლიაჟის ფრენბურთში, ფეხბურთსა და მკლავჭიდში ჩატარდა. ტურნირში მონაწილობა 310-მა მოხალისემ მიიღო.
მუნიციპალური ტურნირის ჩემპიონები, ფეხბურთი ვაჟებში კოკი გახდა, ქალებში კი ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიაზაცია. ფრენბურთი ვაჟების გუნდებ შორის ახალკახათი და ქალებს შორის აკ. წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა.
მკლავჭიდი ვაჟბში: 80 კგ: 1 ბექა ნარმანია. 2 გიორგი ჯანაშია. 3 მამუკა ხარჩილავა. +80 კგ: 1 მამუკა ხაზალია. 2 გელა ქვარაია 3. როლანდ ლემონჯავა.
მკლავჭიდი ქალები: 60 კგ. კატეგორიაში 1 ადგილი თათია ბეჭვაია. 2 ლიზი გერგედავა და 3 ადგილი მერიკო შენგელაიამ აიღო.
+60 კგ: 1 იზა მიქაბერიძე. 2 მაკა გაბუნია. 3 თეა კონჯარია გავიდნენ.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩემპიონებს სიმბოლური თასები, მედლები, ფეხბურთისა და ფრენბურთის ბურთბი გადასცა.

Visited 275 times, 1 visit(s) today