ანაკლია-განმუხურში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

04/07/2017

შ.პ.ს ,,ანაკლია-განმუხური რესორტი“ საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. მიმდინარეობს განმუხური-ანაკლიას დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეიცვალა ელექტრო მოწყობილობის სისტემები, მიმდინარეობს სველი წერტილების მოწესრიგება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრის მიერ სისტემატიურად სუფთავდება ზღვის სანაპირო ზოლი და მიმდებარე პერიმეტრი. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში ჩართულია სპეცტექნიკა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0