ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტზე შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის შესახებ იმსჯელეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელები – მამუკა ხაზარაძე და ლევან ახვლედიანი და სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინვესტორმა კომპანიამ პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა და მინისტრს მისი ძირითადი მახასიათებლები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები გააცნო.
ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულ პროექტია, რომელიც სულ 9 ფაზისგან შედგება და წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი.
მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია. ანაკლიის პორტი დაახლოებით 300 ჰექტარზე განთავსდება, სადაც გაჩერებას შეძლებენ ისეთი ტევადობის გემები, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო.

Visited 256 times, 1 visit(s) today