ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა საკრებულოს, მერის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება; ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსება; გარე განათების დამონტაჟება; ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; პარკირების სივრცის და სველი წერტილების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ხოლო შემსრულებელ კომპანიებს წარმოადგენენ: ამხანაგობა “ენკა”, შპს “ზიმო” და შპს “სამება”.
გიორგი თანიაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელი ანანური ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად გადაიქცევა.