ანა დოლიძე ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებებს ეხმაურება

23/09/2017

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებებს ეხმაურება.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ვენეციის კომისიას აქვს გამოთქმული მრავალი კრიტიკული შენიშვნა ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი შენიშვნების ხაზი არის ის, რომ ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის მეშვეობით, რომელსაც მივყავართ კონსენსუსამდე.
„პროპორციული არჩევნების გადავადება იყო მთავარი წინაღობა კონსენსუსის მიღწევისათვის და ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ამხელა რეფორმა განხორციელდეს, იმისათვის რომ პარლამენტი იყო პლურალისტური, იმისათვის, რომ სისტემა იყო აგებული ურთიერთგაწონასწორების და ურთიერთშეკავების პრინციპებზე არის თანხმობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც იწარმოება დიალოგის მეშვეობით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0