ანა ნაცვლიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

25/01/2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და საბჭოს წევრებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო ახალ კონსტიტუციას, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმდინარე სახალხო განხილვასა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ არსებულ კანონმდებლობას.

“საინტერესო იყო მათი მოსაზრებების მოსმენა. ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესო იქნება ასევე, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0