ანბანის კოშკთან დაზიანებული ფილების აღდგენა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, ანბანის კოშკის მიმდებარედ დაზიანებული ფილების ახლით ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოებს ამ ეტაპზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახორციელებს. „საოცრებათა პარკში“ ქვაფენილების დაზიანება 7 ივნისს MAROON 5-ის კონცერტისთვის სცენის კონსტრუქციის შემოტანისა და მონტაჟის დროს მძიმე ტექნიკის მოძრაობამ გამოიწვია.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ ქალაქის შემოვლას. ახლა ვიმყოფებით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის. ახლა არის აქტიური ტურისტული სეზონი და აუცილებელია ის პატარა ხარვეზებიც, რომლებიც არსებობს, აღმოიფხვრას’’, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

Visited 242 times, 1 visit(s) today