ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს. ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობის მეთაურს დასახული მიზნების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, მომავალშიც ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.
„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი ხელახალი არჩევა. მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი და შვაბი ემიგრანტების საქართველოში დასახლების 200 წლისთავი აღინიშნება. ორივე იუბილე გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ტრადიციული მჭიდრო კავშირის დასტურია. დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის შემდგომ განმტკიცებაში საქართველოს მომავალშიც შეუძლია, ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.
მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვაგრძელებ მჭიდრო გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. თქვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულებაში გისურვებთ დიდ წარმატებებს!”, – ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის მილოცვაში.

Visited 155 times, 1 visit(s) today