ანდჟეი დუდამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

30/05/2017

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
ანდჟეი დუდა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზტით იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0