ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

28/02/2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბეკერს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა კომიტეტების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს. ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომიტეტის ჩართულობა და 9-პუნქტიან გეგმასთან მიმართებაში კომიტეტის შემდგომი ნაბიჯები გააცნო.

„გერმანული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტიც და შეხვედრაც საქართველოს მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0