ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ ინდონეზიის დელეგაციას უმასპინძლა

02/08/2017

იუსტიციის სამინისტროში ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიციის ეროვნული საბჭოს მდივნის, ბატონ ბექტო სუპრაპტოს (Mr. Bekto Suprapto) ხელმძღვანელობით, ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ინდონეზიის პოლიციის თანამშრომლები, პრაქტიკოსი იურისტები, ექსპერტები და აკადემიის წარმომადგენლები.
სამდივნო სტუმრებს ანტიკორუფციული საბჭოსა და ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტებზე, პოლიტიკის განსაზღვრის პროცედურასა და ფორმატზე ესაუბრა. საბჭოს მდივანმა, ბატონმა ზურაბ სანიკიძებ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. კერძოდ, ის შეეხო პოლიციის რეფორმას, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივ დევნას, საჯარო სამსახურში ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს, გატარებულ რეფორმას მამხილებელთა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ და თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას. საბჭოს მდივანმა ასევე, საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით საქართველო წარმატებაზე ისაუბრა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ინდონეზიის რესპუბლიკისთვის გამოცდილების გაზიარებაზე მზადყოფნა გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ინდონეზიის პოლიციის დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0