აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 4%-ით გაიზარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 4%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.0 პროცენტით (3.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.3 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი მოდიოდა. იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (31.6 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (11.8 მლნ აშშ დოლარი), აშშ (9.9 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.8 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (7.2 მლნ აშშ დოლარი). ეროვნული ბანკის ცნობით, 2016 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.3 მლნ აშშ დოლარი (37.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.5 მლნ აშშ დოლარისა (32.8 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.

Visited 140 times, 1 visit(s) today