არალში ახლაშენებული სკოლა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადიგენის მერთან და რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ არალში ახალაშენებული სკოლა გახსნა.
არლის ახალი სკოლა 192 მოსწავლეზეა გათვლილი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

“ყველას ვულოცავ ახალ სკოლას განხსნას. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია სკოლის გამართული ფუნქციონირებისათვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განათლებული თაობა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მრავალი სასიკეთო რეფორმა და პროექტი განახორციელოს.”- აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

სკოლის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „Rooms“- მა განახორციელა.

Visited 154 times, 1 visit(s) today