არანაირ ცვლილებებს არ ველოდები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.
„არ ველოდები არანაირ ცვლილებებს და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი. უფრო მეტად მიზანი არ მესმის. შესაძლებელია, ადამიანებს აქვთ რაღაცა ტიპის აგრესია და მიუღებლობები, მაგრამ მუდმივად საზოგადოება ისტერიაში რატომ უნდა ამყოფო, არ მესმის. არავითარი ცვლილება არ იგეგმება მთავრობაში. მინისტრთა კაბინეტში ყველა რესპუბლიკელი მინისტრი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიიღებს გადაწყვეტილებას 2016 წლის არჩევნებზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Visited 144 times, 1 visit(s) today