არასამედიცინო ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთა, ჯანდაცვის სისტემისთვის არის დამატებითი ფინანსური ბარიერი

13/12/2018

საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ამ თემაზე თბილისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენცია იმართება, რომელსაც 19 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი იმსჯელებენ რა გზებით არის შესაძლებელი არასამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთების რიცხვის შემცირება ევროპის რეგიონში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა იკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
კვლევებმა აჩვენა, რომ 2000-2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში კი ეს რიცხვი 50%-ს აღწევს.

„მილიონობით ქალი მთელს მსოფლიოში, საკუთარ თავს და მათ შვილებს რისკის ქვეშ აყენებენ, როდესაც საკეისრო კვეთას სამედიცინო ჩვენების გარეშე იტარებენ“. – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის, სქესობრივი, რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა.

მშობიარობის გართულებების შემთხვევაში, საკეისრო კვეთა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, მაგრამ როდესაც პოპულაციური დონეზე საკეისროს მაჩვენებლი აღემატება 10%-ს, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რომ ოპერაციული ჩარევა ამცირებს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობას, პირიქით საკეისრო კვეთის ჩატარება რეკომენდირებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში.
არასაჭირო საკეისრო კვეთამ მომავალი ორსულობისთვისაც შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოიტანოს, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს ყელის რღვევა, პათოლოგიური პლაცენტა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და საშვილოსნოს ამოკვეთის საჭიროებაც კი დადგეს.
რაც შეეხება ბავშვებს, საკისრო კვეთის შემთხვევაში ხშირად ახალშობილებს ინტენსიური მოვლის საჭიროება უჩნდებათ. ასევე დიდი რისკია ასთმისა და სიმუქნის განვითარების.

„არასამედიცინო ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთა, ჯანდაცვის სისტემისთვის არის დამატებითი ფინანსური ბარიერი“. – აცხადებს ნინო ბერძული.
საკეისრო კვეთების თემაზე გამართულ კონფერენციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0