არასდროს დამიმალავს, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არასდროს დამიმალავს, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რადგან კარგად ვიცი შრომის ფასი, რომლის გარეშე შეუძლებელია მიაღწიო წარმატებას ცხოვრებაში,-ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა თემაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. “ვფიქრობ, მუდმივად უნდა ისწრაფოდე განვითარებისკენ და ფიქრობდე მომავალზე. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, ვცდილობ, გავაკეთო მაქსიმუმი ჩემი ქალაქისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, მაშინაც არ გავჩერებულვარ, ვფიქრობდი წინ წავსულიყავი და მეორედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. მებრძოლი ბუნება მაქვს, ასე გავიზარდე და ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა,”-განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ “დოჟდს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 30 ოქტომბერს გადაიცემა.

Visited 124 times, 1 visit(s) today