არგენტინის მორაგბეთა ნაკრების წევრები დევნილ ბავშვებს შეხვდნენ

16/06/2017

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების წევრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ და სირიიდან, უკრაინასა და ერაყიდან ლტოლვილ ბავშვებს შეხვდნენ.

ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ.

მორაგბეები ბავშვებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე ესაუბრნენ და სამახსოვრო სუვენირები გადასცეს. შეხვედრის შემდეგ, დევნილი და ლტოლვილი ბავშვები, მინისტრთან ერთად, არგენტინის ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ.

ღონისძიება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და რაგბის კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0