არდოტი-ანდაქი-არჭილოს დამაკავშირებელი 10 კმ-მდე საავტომობილო გზა გაიჭრა

20/11/2023

შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლების – არდოტი-ანდაქი-არჭილოს დამაკავშირებელი 10 კმ-მდე საავტომობილო გზა გაიჭრა. ამ დრომდე ადგილზე სამანქანე გზა არ არსებობდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაფინანსდა. დასრულებულ პროექტსა და სოფლებში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

“შატილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები გეოგრაფიული მდებარეობით, სილამაზითა და ისტორიით მნახველს ყოველთვის აღაფრთოვანებს. სასიხარულოა, რომ სამანქანე გზით გადაადგილება უკვე არდოტი-ანდაქი-არჭილოს მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, აგრეთვე ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორებისათვის, რადგანაც მათ არაჩვეულებრივი ადგილების მონახულების საშუალება ექნებათ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ადგილზე კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, რომელთა გადაჭრის მიზნით, ინტენსიურად ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას,” – განაცხადა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0