არის მცდელობები, რუსეთის ფედერაციამ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების სხვადასხვა მოგზაურობებს

17/01/2018

„არის მცდელობები, რუსეთის ფედერაციამ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების სხვადასხვა მოგზაურობებს” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ბოსნია ჰერცოგოვინასა და სერბეთში ჩასვლის საკითხზე კომენტირებისას.

მისი თმით ამის შესახებ უკვე გაკეთდა შეფასებები ბოსნია-ჰერცოგოვინისა და სერბეთის ხელისუფლებების მხრიდან – „ისინი პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი ურთიერთობები ორივე სახელმწიფოსთან. ეს ვიზიტი, მათ შორის ის შეხვედრები, რომელიც შედგა სერებთის პატრიარქთან აღქმული იქნა, როგორც კერძო პირის ვიზიტი. ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ჩვენი საელჩოები და შესაბამისი რეაგირებაც მოხდა ამ სახელმწიფოების მხრიდან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0