არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს

17/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ თავად. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ისაა, რომ ცვლილებები, შესაბამისი ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში ძალაში შევა.
„პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი კვირა ვადა, თუმცა, ეს არის ტექნიკური საკითხი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მთავარია, რომ ეს აუცილებლად შევა ძალაში მას შემდეგ, რაც გავა რამდენიმე თვე და დასრულდება შესაბამისი ფორმალური პროცედურები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0