არსებული ინფორმაციით, სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არსებული ინფორმაციით, სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. როგორც prof-news-ი პანკისის მცხოვრებლებზე დაყრდნობით აცხადებს, სავარაუდოდ საჰაერო იერიშებს 39 წლის ვახა ბუგიევი ემსხვერპლა.
მათივე განმარტებით, ბუგიევი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა.

გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, ის სირიაში 2015 წელს წავიდა, თუმცა როდის გადაკვეთა საზღვარი ან როგორ ჩავიდა იქ, დეტალები არ იციან.

“ვიცოდი, რომ წინუბანში ცხოვრობდა, ჰყავდა ცოლ-შვილი, სირიაშიც, მგონი, რამდენიმეჯერ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა და დღეს გავიგე, რომ დაღუპულა, რა ვითარებაში, ზუსტად არ ვიცი, მე მგონი, დაბომბვისას,“ – აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი.

Visited 192 times, 1 visit(s) today