12 ივლისს, ქალაქ მცხეთაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტგენი“ გაიმართება.
20 ივნისს, სამხარეო ადმინისტრაციაში, ფესტივალ არტგენის ორგანიზატორები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის პირველი მოადგილე გურამ ამირიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
შეხვედრის ფარგლებში მოხდა საორგანიზაციო საკითხების განხილვა და ფესტივალ „არტგენის“ ჩატარების საბოლოო დეტალებზე შეთანხმება.