არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი პროდუქტიული იყო და ვაშინგტონში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა, ასევე, აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

Visited 65 times, 1 visit(s) today