არჩილ თალაკვაძე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობისა და იმ სერვისების შესახებ იმსჯელეს, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას, ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ფორმატის სამომავლო გეგმებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკასა და სტაბილურ განვითარებას, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოებისთვის. არჩილ თალაკვაძემ ჯიჰან სულთანოღლუს კონფლიქტის მოგვარებისა და საერთაშორისო მედიაციის პროცესში გაეროს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 126 times, 1 visit(s) today