არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა

22/10/2019

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით განიხილება. პარლამენტი მუშაობს პარტიების დაფინანსების სისტემის, მედიაში დროის განაწილების, კამპანიის ჩატარების წესების, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების რეფორმაზე საარჩევნო კანონმდებლობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0