არჩილ თალაკვაძე ,შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება. პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიკ ფრანზენს მადლობა გადაუხადა გასული წლების მანძილზე გაწეული სამსახურის და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებისთვის.

„საქართველოსა და შვეიცარიას სამაგალითო ურთიერთობები აქვთ და თქვენი პირადი წვლილი ამაში განსაკუთრებულია. საქართველო თავის მეგობრებს არ ივიწყებს და თქვენ და თქვენს ოჯახს ყოველთვის გელით საქართველოში“, – ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ ელჩს დამშვიდობებისას.

Visited 24 times, 1 visit(s) today