არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, უმრავლესობის წევრებთან – თამარ ხულორდავასთან და ნინო გოგუაძესთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტომას პეტრშიჩეკს შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმას.
მხარეების შეფასებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსითვის წინგადადგმული ნაბიჯია.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილეს. ტომაშ პეტრიშჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

Visited 104 times, 1 visit(s) today