არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს”,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს, რომელთანაც დღეს სასახლეში შეხვედრა გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხის წინა პლანზე წამოწევის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის ფედერაციის მცდელობებს შეუზღუდოს მოძრაობის თავისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
ეროვნული უშიშროების მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას პრეზიდენტმა განიხილა რუსეთი პროპაგანდის მეთოდები , რომლის მიზანიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩაა.

Visited 154 times, 1 visit(s) today