არჩილ ყარაულაშვილი ჩეხეთის დელეგაციას შეხვდა

11/05/2016

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეს ონდრჟეი ბენეშიკს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს.
არჩილ ყარაულაშვილმა ჩეხეთის დელეგაციას გააცნო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ონდრჟეი ბენეშიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0