არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შობა-ახალი წელი მიულოცა

14/01/2019

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები, შესაბამისი საჭიროების მქონე 3 ოჯახისთვის კომპანია “საგამ” ელექტრო წყალგამაცხელებლები გამოყო, რომლებიც ოჯახებს საჩუქრად გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0