არჩილ ჯაფარიძემ დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია მუზეუმი დაათვალიერა

18/11/2017

რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია მუზეუმი დაათვალიერა და მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.
სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ დეხვირის ტერიტორია მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო არა მარტო შუასაუკუნეებში, არამედ ძვ.წ. პირველი ათასწლეულიდან.
მუზეუმის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღმოჩენილ იქნა ადრეანტიკური ხანის ორფენიანი კოლხური ნასახლარი და ანტიკური ხანის ორმოსამარხები, ბრინჯაოს ხარის მინიატურული ქანდაკება, მეტალურგიული წარმოების ნაშთები, კოლხური ცული გრაფიკული დეკორით, ანტიკური ხანის სამკაულები, გვიანი შუასაუკუნეების კედლები და სათავსები, კერამიკული მასალა (მარანი, რომელიც 30-მდე ქვევრისაგან შედგება), სარკმლის მინების ფრაგმენტები და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0