არჩილ ჯაფარიძემ, ონის სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

25/09/2018

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად, ქალაქ ონის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ონის სპორტული კომპლექსი აერთიანებს საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანს, გასახდელებს, საშხაპეებს, სასტუმრო ნომრებს და ადმინისტრაციულ ოთახებს.
რეკონსტრუქციის სამუშაოები, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 740 000 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0