არჩილ ჯაფარიძემ, ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკო.

„ 25 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა როგორც ქართველ, ასევე აფხაზ ხალხს. დღეს არის გლოვის, ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის და ამავდროულად იმედის დღე, რომ საქართველოს ისტორიულად განუყოფელი ნაწილი ახლო მომავალში კვლავ განამტკიცებს ქვეყნის მთლიანობას. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ გმირთა მემორიალთან.

Visited 140 times, 1 visit(s) today