არჩილ ჯაფარიძემ შიდა სამსახურებრივი თათბირი გამართა

20/01/2020

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ შიდა სამსახურებრივი თათბირი გამართა, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თათბირის მიმდინარეობისას რწმუნებულმა შეაჯამა განვლილი წელი, მისივე თქმით, საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა 2019 წელი რეგიონისთვის, უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების და საკასო ათვისების კუთხით, ათვისებული იქნა გამოყოფილი პროექტების 96 %-მდე, რისთვისაც შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა და მაღალი სტანდარტებით მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. რწმუნებულმა მოისმინა დეტალური ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნო სამსახურის უფროსების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს. მისივე დავალებით, საჯარო სკოლებში შეხვედრების დასრულების შემდგომ, მუნიციპალიტეტების მერიების აიპების თანამშრომლებთან შეხვედრებს განაგრძობს და სხვადასხვა დარგში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0