არჩილ ჯაფარიძემ წედისში მცხოვრებ მოსახლეობას ქართული წარმოების პირბადეები გადასცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წედისში იმყოფებოდა და იქ მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა. რწმუნებულმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა, როგორც აღინიშნა, არც საკვებისა და არც მედიკამენტების მომარაგების კუთხით პრობლემები არ აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსაც იცავენ და სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე. აგრეთვე, სოფელში თერმოსკრინინგის მიმდინარეობას ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ეკა მაისურაძესთან ერთად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა. არჩილ ჯაფარიძემ წედისში მცხოვრებ მოსახლეობას ქართული წარმოების პირბადეები გადასცა და სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე მათთან ერთად იმსჯელა.

Visited 89 times, 1 visit(s) today