რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან ერთად, ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ჭრებალო-ზედა შავრას მონაკვეთზე. სამუშაოებს ასრულებს შპს” საქმილ სადემშენი”, პროექტის ღირებულებაა – 8 730 127ლარი. ზედა შავრა-ნიკორწმინდის მონაკვეთზე სამუშაოებს ასრულებს შპს “ორიენტირი”. პროექტის ღირებულებაა – 9 764 269 ლარი. ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობისგან მოისმინეს მოსაზრებები მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, შედეგად- შემსრულებელს მიეცა მითითება გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის ინტერესები და დროულად აღმოიფხვრას არსებული ხარვეზები.
Visited 775 times, 1 visit(s) today