არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილესთან–გიორგი გონაძესთან ერთად ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ეწვია და გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერა. საგამოფენო სივრცეში ამჟამად, მხატვარ ნინო ლაიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ნამუშევრები აბსტრაქტული ხასიათისაა და სხვადასხვა თემატიკაზეა შექმნილი. ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ცნობილი და შედარებით ნაკლებად ცნობილი მხატვრების 600-მდე ნამუშევარია დაცული. მათ შორისაა – ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება.

Visited 380 times, 1 visit(s) today