არჩილ ჯაფარიძე, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

28/06/2019

სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს ნორიკო ჰაშიმოტოს და თეონა მაჭარაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ იაპონიის საელჩო დაინტერესებულია მხარეში ამ დარგების განვითარებით და მზად არიან ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ამ მიმართულებით.
სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას. არჩილ ჯაფარიძემ იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მარალმთიანი რეგიონებით დაინტერესების გამო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონი საერთაშორისო ბიზნესსექტორისთვის განიხილებოდეს, როგორც მიმზიდველი და ტურისტულად საინტერესო საინვესტიციო მიმართულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0