არჩილ ჯაფარიძე რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს

12/02/2018

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. გუბერნატორი ამჯერად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. თლუღისა და სოფ. ველევის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
შეხვედრები კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.
გუბერნატორმა გააცნო პედაგოგებს მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ თითოეული სკოლის შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორც ერთი კონკრეტული სოფლისთვის, ისე მთლიანი რეგიონისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0