არჩილ ჯაფარიძე, რეგიონის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს

30/04/2019

ამჟამად, არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოსტანისა და სოფ.ჩორჯოს საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებული გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და მოისმინა ინფორმაციები სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში.

„უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების პროცესში. მასწავლებლის გავლენა მოსწავლეებზე, პირველ რიგში, მისი პიროვნებით, პიროვნული მაგალითით განისაზღვრება. მიხარია, რომ ვხვდები ჩვენი რეგიონის სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გამორჩეულები არიან თავიანთი დამოკიდებულებებით მოსწავლეებისადმი, საკითხის ცოდნითა და შესაბამისი ტექნიკების ფლობით. ვისმენ მათ მოსაზრებებს განათლების სფეროსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს“-განაცხადა ჯაფარიძემ.

არჩილ ჯაფარიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის ახალგაზრდები მუდმივად გამოირჩევიან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით და სხვადასხვა კონკურსში მიღწეული წარმატებებით, რაც მათი პედაგოგების დიდი დამსახურებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0