არჩილ ჯაფარიძე სოფლის ექიმებისა და მერის წარმომადგენლებით შექმნილ ჯგუფებს ხვდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სოფლის ექიმებისა და მერის წარმომადგენლებით შექმნილ ჯგუფებს ხვდება, რომლებმაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი დღეიდან უნდა დაიწყონ. არჩილ ჯაფარიძემ ექიმებს მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცა, რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის. მხარის რწმუნებული ლენტეხში სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებსაც შეხვდება, რომლებიც ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვას 50 თეთრად უზრუნველყოფენ, რათა საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ლენტეხში მცხოვრები მოსახლეობა დაცული იყოს. რისკის შემცველ სოფელ მელეში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და სრული სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა. საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 63 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. შეგახსენებთ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
აღნიშნულ საკითხს კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

Visited 75 times, 1 visit(s) today