არჩილ ჯაფარიძე სოფ.ირთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

20/11/2019

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან ემზარ საბანაძესთან ერთად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფ.ირთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ქრობაში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს, სამი დღის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა გადაუხადა. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.აბარში და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში:ირში და ხიდეშლებში, დღის ბოლოს ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0