არჩილ ჯაფარიძე უწერისა და გლოლის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა

25/01/2020

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში გუბერნატორ-რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების გლოლისა და უწერის საჯარო სკოლებს ეწვია და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მასწალებლებს საშუალება მიეცა პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. რწმუნებულმა გააცნო პედაგოგებს მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში.

„უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების პროცესში. მასწავლებლის გავლენა მოსწავლეებზე, პირველ რიგში, მისი პიროვნებით, პიროვნული მაგალითით განისაზღვრება. მიხარია, რომ ვხვდები ჩვენი რეგიონის სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გამორჩეულები არიან თავიანთი დამოკიდებულებებით მოსწავლეებისადმი, საკითხის ცოდნითა და შესაბამისი ტექნიკების ფლობით. ვისმენ მათ მოსაზრებებს განათლების სფეროსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს“- განაცხადა ჯაფარიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0