არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს ხვდება

03/05/2019

სახელმწიფო რწმუნებული ცაგერის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს ხვდება. დღეს, არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსთან ირმა მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ალპანისა და სოფ.ტვიშის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებული გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და შეაფასა მასწავლებლის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში, ასევე, აღნიშნა, რომ დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს.“ რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0