არჩილ ჯაფარიძე ცაგერის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

26/11/2018

გუბერნატორი განაგრძობს რეგიონის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრებს. იგი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა. ისაუბრეს განათლების სფეროში მთავრობის მიერ დაანონსებულ რეფორმებსა და პედაგოგთა შრომის ანაზღაურების კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე, რომლის მიხედვითაც 2019-2020 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის, ხოლო 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, უმაღლესი საფეხურის მასწავლებლის ანაზღაურება კი – 2000 ლარს.
არჩილ ჯაფარიძემ პედაგოგებისგან მოისმინა ინფორმაცია ცაგერის სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ და მათ გადასაჭრელად სამომავლო ხედვები გააცნო. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0