არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის წმინდა ილია მართლის გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სკოლის პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის წმინდა ილია მართლის გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებული გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, პედაგოგებს გააცნო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში,
მანვე აღნიშნა,რომ დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს. გიმნაზიის პედაგოგებმა მთავარ მოთხოვნად იმ პირობების მათზე გავრცელება დაასახელეს, რომლითაც საჯარო სკოლების მასწავლებლები სარგებლობენ, აგრეთვე მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათების მათზე გავრცელების და ვაუჩერული დაფინანსების გაზრდის საჭიროებაზეც ისაუბრეს. რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს

Visited 80 times, 1 visit(s) today