არც იმის პრეტენზია მაქვს რომ ჩემი აზრი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქართული ოცნების წევრი თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იგი ისურვებდა, რომ მომავალ არჩევნებში პარტიებს და პოლიიტიკოსებს კენჭი ცალ-ცალკე ეყარათ.

„მომავალ არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომელიც არსად დამიპატენტებია და არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ ჩემი აზრი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა. კოალიცია, ალბათ, დარჩენილ ვადამდე ამ შემადგენლობით მივა, მაგრამ მომავალ არჩევნებში ვისურვებდი, კენჭი ცალ-ცალკე გვეყარა და ვისაც ბარიერის პრობლემა აქვს, იდეოლოგიურად მსგავს პარტიასთან ერთად გამოსულიყო. თუ ამ მოსაზრებას გაითვალისწინებენ კარგია, თუ არა და, უმრავლესობის გადაწყვეტილებას დავემორჩილები.” – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

Visited 169 times, 1 visit(s) today