არხილოსკალოში მალე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არხილოსკალოში უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება, სადაც ქედების ზონის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორასზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან – დავით ფხოველიშვილთან, სახელმწიფოს სერვისების განვითარების ცენტრის თანამშრომლებთან – მარიამ ძაგნიძესა და პაატა გამბარაშვილთან ერთად არხილოსკალოში მშენებლობის პროცესი მოინახულა. გამგებელმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება და ექვსი სოფლის მოსახლეობას საშუალება ექნება სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიღებისა, რაც გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობას.

Visited 201 times, 1 visit(s) today