არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე ჩემთან კონსულტაციები გაიმართოს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე კონსულტაციები მასთან გაიმართოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არ არის.

„მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია რაიმე სახის კონსულტაცია ჩემს შესახებ, ისევე, როგორც მე არ ვარ ჩართული წინასაარჩევნო სიის შედგენაში. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, ვფიქრობ, ეს საპასუხისმგებლო საკითხია და კონსულტაციები ალბათ იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Visited 127 times, 1 visit(s) today