არ გამორიცხავ, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილმაც დააფინანსოს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც დააფინანსოს. ასე ეხმაურება მეჭიაური აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიების შემოწირულობათა მიხედვით, “ქართული ოცნება“ მეხუთე ადგილზე გავიდა.

“არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმაც დააფინანსოს, ვერ გეტყვით, არ ვერევი მსგავს საქმიანობაში. მაგრამ ნაკლებიც რომ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ დაფინანსება, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, რადგან გვინდა თუ არა, სახელისუფლებო რესურსი მაინც არის უკვე ისეთი უპირატესობა, რომელიც დაფინანასების გარეშეც გაძლევს ფორას“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

დეპუტატის განმარტებით, ის სახელისუფლო რესურის კანონიერ გამოყენებას გულისხმობს.

“ვინც დასაქმებულია ის ცდილობს თავის არსებულ სიტუაციას დაუჭიროს მხარი. სულ რომ არავინ უთხრას, მას რყევები არ სჭირდება. სულ რომ არ მისცეს არავინ ფული, არავინ დაავალოს, ეს კანონიერი, მაგრამ მაინც უპირატესობაა. “ქართულ ოცნებას“ ალბათ საარჩევნოდ ფული ექნება, თუმცა ცოტაც საკმარისია“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

Visited 109 times, 1 visit(s) today